01.ოქტომბერი .2019 13:24

გვენეტაძე: ნაბიჯები, რომელსაც ეროვნული ბანკი და მთავრობა დგამს, ინფლაციურ წნეხს შეამცირებს

views 212
უკან

"ის ნაბიჯები, რომელსაც ეროვნული ბანკი და მთავრობა დგამს აუცილებლად დაასტაბილურებს სიტუაციას და შეამცირებს წნეხს ინფლაციაზე,"- ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტის კითხვაზე „როგორია თქვენი რწმენა ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით?“ საპასუხოდ განაცხადა.

"ჩვენ მთავრობასთან კოორდინირებული მოქმედება გვაქვს, სხვა და სხვა ნაბიჯებს განვიხილავთ და დარწმუნებული ვარ, რომ ის ნაბიჯები, რომელსაც თავის მხრივ ეროვნული ბანკი და მთავრობა დგამს აუცილებლად დაასტაბილურებს სიტუაციას და შეამცირებს წნეხს ინფლაციაზე," - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

კობა გვენეტაძის თქმით, ფაქტი, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ეროვნული ვალუტის კურსად 2.98 ლარი არის მითითებული, არ ნიშნავს რომ მთავრობა მომდევნო წელს სწორედ ამ კურსს ელის. გვენეტაძე ამბობს, რომ არსებული კურსის ბიუჯეტში დაფიქსირება ჩვეულებრივი ბუღალტრული პროცესია.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, თუ რამდენად დაბალანსებულად მიაჩნია სებ-ს პრეზიდენტს 2020 წლის ბიუჯეტი?

კობა გვენეტაძე აღნიშნავს, რომ „2020 წლის ბიუჯეტი ჩვენთან განსახილველად შემოვიდა. ჩვენ განვიხილავთ ამ ბიუჯეტს და წესის თანახმად, ჩვენი დასკვნა პარლამენტში ბიუჯეტის განხილვაზე წარდგენილი იქნება.“ - აღნიშნა გვენეტაძემ.

ცნობისთვის: ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი გამოაქვეყნა. რომლის მიხედვითაც, 2020 წელს მთავრობა ₾900,000,000 საშინაო და ₾1,855,000,000-ის საგარეო ვალს აიღებს. შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტი 2.6%-ზე არის დაგეგმილი. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში დოლარის კურსი 2.98 ლარის ნიშნულზე ჩაიდო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა