05.მარტი .2020 11:29

გვექნება მონეტარული და ფისკალური სტიმულირებები - მთავრობის გეგმა კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტის წინააღმდეგ

views 248
უკან

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მთავრობა კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტის შესარბილებლად როგორც ფისკალურ, ასევე მონეტარულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. 

ამასთანავე, ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ახალი პროგნოზით კორონავირუსი 2020 წელს გლობალურ ეკონომიკურ ზრდას სავარაუდოდ 0.5%-დან 1.5%-მდე შეამცირებს. საქართველოში ვირუსის მიმართ ყველაზე მოწყვლადი ტურიზმის დარგია. 

"OECD-ის შედარებით ოპტიმისტური სცენარით, 0.5 პროცენტული პუნქტი იქნება გავლენა მსოფლიო ეკონომიკურ ზრდაზე. ხოლო თუ უფრო პანდემიური ხასიათი შეიძინა ვირუსმა, მაშინ ისინი ვარაუდობენ 1.5% იქნება შენელება მსოფლიო ეკონომიკური ზრდა. ნავარაუდევი იყო 2.9% გლობალური ზრდა და ის განახევრდება. ჩვენც ვფიქრობთ. რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოს ეკონომიკაზე.

ჩვენ შემთხვევაში გადმოცემის მექანიზმი საკმაოდ მძლავრია, იმიტომ რომ პირველი რაც ხდება და რაც ნელდება არის მიმოსვლა და ტურიზმი. ჩვენ გუშინ შევიტყვეთ, რომ სავალუტო ფონდში გაუქმდა ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრები და გადაწყდა, რომ მხოლოდ ვიდეო კონფერენციებით მოხდება ჩართვები. სწორედ გლობალურად მიმოსვლის შენელებიდან გამომდინარე, ჩვენზე ეკონომიკური ხასიათის რისკები იზრდება, რადგან ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება და სექტორი არის ტურიზმი. შესაბამისად, ამ საკითხსაც ჩვენ ეროვნულ ბანკთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად გავდივართ.

სხვადასხვა ტიპის სტრეს ტესტებს ვაკეთებთ ჰიპოთეტურს და შესაბამისად, იმისდა მიხედვით თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ჩვენ გვექნება როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური პასუხი ამაზე. ასევე იცით, რომ მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდმა დაანონსეს, რომ მზად არიან გამოყონ მსხვილი თანხები. დღეს მოვისმინე $50 მილიარდი უკვე, იმ ქვეყნების დახმარებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდებიან. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ ქვეყნების რიგში არ მოვხდებით. ჩვენ ვართ კონტაქტზე პარტნიორებთან. მათთან რეკომენდაციებით მივიღებთ ფისკალურ და მონეტარულ გადაწყვეტილებებს, რითიც ვეცდებით, რომ შევარბილოთ ის ეკონომიკური დარტყმა, რაც შეიძლება ამ ვირუსს ჩვენ ეკონომიკაზე ჰქონდეს,"- ამბობს ფინანსთა მინისტრი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა