მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვესმის, რომ ბაზრობები ზიანდებიან და ეს გათვალისწინებულია დახმარების პაკეტში - დავითაშვილი

5fe477761c70a
ვიქტორია მღებრიშვილი
24.12.20 15:19
639
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სავაჭრო მოლების გახსნა და ბაზრობების დახურულ რეჟიმში დატოვება, მთავრობამ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით გადაწყვიტა. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

ლევან დავითაშვილს ესმის, რომ ბაზრობებზე დასაქმებულები ზარალდებიან და აცხადებს, რომ მოლებში კონტროლი უფრო შესაძლებელია, ვიდრე ბაზრობებზე.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეზღუდვების დაწესებას ან მათ მოხსნას უკავშირდება, ჩვენთვის ძალიან მძიმე მისაღებია. აქ სოციალური სამართლიანობის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ზუსტად იმის გამო, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა, ჩვენი ძირითადი გადაწყვეტილებები უკავშირდება და ეყრდნობა ეპიდემიოლოგების რჩევებს. იქ, სადაც მეტად შესაძლებელი იქნებოდა წესრიგის, სანიტარული მოთხოვნების დაცვა და რიგების კონტროლი ეს პასუხისმგებლობა განესაზღვრათ მოლებს და იმ შემთხვევაში თუ ეს ასე ვერ იქნება შრომის ინსპექციას საკოორდინაციო საბჭოს და პრემიერის მიერ მყისიერი რეაგირება აქვს დავალებული. ამიტომ აქ, ბაზრობებთან შედარებით აღსრულების მეტი სივრცე არსებობს. გვესმის, რომ ბაზრობები ზიანდებიან და ზუსტად ეს არის გათვალისწინებული სოციალური დახმარების მეორე პაკეტში“, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.