მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვიან ღამის საათებში რიკოთზე შეზღუდვა დაწესდება

610be5ce5cbb4
BM.GE
05.08.21 23:00
2055
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 156-ე კილომეტრზე (სოფ. ხუნევი) საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციის "ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის“ საქართველოს ფილიალის მიერ, შესაბამისი ტექნიკური ღონისძიებების გატარების მიზნით , 2021 წლის 6 აგვისტოს 02:00სთ-დან 05:00სთ-მდე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კილომეტრზე არსებული ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძიდან საავტომობილო გზის 194-ე კილომეტრამდე (ქ. ზესტაფონი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის აღნიშნულ პერიოდში მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. ხოლო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალება.