მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვიცავს თუ არა ბეცეჟე-ს აცრა კორონავირუსისგან? - პაატა იმნაძის განმარტება

5e830e95bd515
სალომე მეცხვარიშვილი
31.03.20 13:35
4577
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ეხმაურება კვლევას იმის შესახებ, რომ ბეცეჟე-თი აცრილ ადამიანებს კორონავირუსი არ ემართებათ ან თუ ემართებათ, მარტივად გადაიტანენ.

იმნაძის თქმით, აღნიშნული ჰიპოთეზა ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა, თუ ეს სიმართლე აღმოჩნდება “ძალიან ბედნიერები ვიქნებით”, რამდენადაც ეს აცრა საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას, მათ შორის უფროს თაობასაც აქვს გაკეთებული.

“პირველი (მსგავსი აზრი), რაც გამოქვეყნდა, მოგეხსენებათ იყო, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინის, განსაკუთრებით წითურას კომპონენტი, ასევე იყო დამცველობითი ეფექტის მქონე: არა იმიტომ, რომ რომ ავად არ ხდებოდნენ ადამიანები, არამედ იმით, რომ ადვილად გადაიტანდნენ (კორონავირუსს).

ბეცეჟე-ზეც იგივე გამოქვეყნდა, რომ ნაკლებად ემართებათ ადამიანებს და უფრო ადვილად გადაიტანენ (ამ დაავადებას); ეს 2 ჰიპოთეზა, რომელიც ჯერ არ არის მეცნიერული მტკიცებებით გამყარებული, თუ მართალი აღმოჩნდება, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, რადგან ჩვენს ქვეყანაში ძალიან კარგია მოცვა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინით, ხოლო ბეცეჟე-თი აცრილი, პრაქტიკულად, ყველაა ჩვენს ქვეყანაში და ეს არ არის ახალი თაობა მარტო, ეს არის ძველი თაობაც. ასე რომ, თუ ეს ჰიპითეზები მართალია, გაცილებით უფრო დაცულები ვიქნებით, ვიდრე სხვები არიან დაცულები სხვა ქვეყნებში”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.