მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვინდა, დავიწყოთ ჰესების მშენებლობა, მათ შორის სახელმწიფოს ჩართულობით - ღარიბაშვილი

6253de375d705
მარიამ ვარადაშვილი
11.04.22 12:05
861
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში ახალი ჰიდროელექტროსადგურები სახელმწიფოს ჩართულობითაც აშენდეს.

ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკის აღდგენის ტემპს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

„ეკონომიკა იზრდება, ტურიზმის მატება გვაქვს, 1-2 კვირაში საბოლოო მონაცემები გამოვა და ამის თაობაზე მოგახსენებთ. ტურიზმის აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ჩვენ თუ შევადარებთ კოვიდამდელ, 2019 წლის პერიოდს, დაახლოებით, 80-90%-ით არის აღდგენილი. ექსპორტი იზრდება;

ახლა ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სხვადასხვა ინვესტორებთან; ჩვენ გვინდა, რომ დავიწყოთ ჰესების მშენებლობის პროექტები, მათ შორის სახელმწიფოს ჩართულობით, ამის თაობაზე ძალიან მალე მოგახსენებთ. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მათ შორის სახელმწიფომაც მიიღოს ნაწილობრივი მონაწილეობა დიდი პროექტების განხორციელებაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციისთვის: სახელმწიფოს ჩართულობით დიდი ჰიდროელექტრისადგურების აშენებაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდი, პერიოდულად, ნამახვანჰესის კონტექსტში საუბრობდა.

მთავრობის მეთაურმა გასულ კვირაში ასევე თქვა, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ჰესი უნდა აშენდეს, მათ შორის დიდი ჰიდროელექტროსადგურები.

ENKA-მ მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა და ნამახვანის $40 მლნ-ის აქტივები ჩამოწერა