ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პანდემიამ ცხადყო, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკა სახელმწიფოში ძალიან დიდია. ამის შესახებ მან პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
ფინანსთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ახალი ტექნოლოგიური მიდგომების გამოყენებით ამ პრობლების მოგვარება შეიძლება.
„პანდემიამ დაგვანახა, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი საკმაოდ დიდია, დაგვანახა, რომ განსაკუთრებით ტურიზმი ჩრდილოვანთან კორელაციაშია, იმიტომ რომ ეკონომიკაში როგორც ტურიზმი დავარდა, ისე შემოსავლები იმ ნაწილში არ დავარდნილა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ თოფიანმა კაცებმა მეტად უნდა იარონ, აქ საუბარია იმაზე, რომ შეგვიძლია ტექნოლოგიები გამოვიყენოთ. მაგალითად როდესაც საუბარია სალარო აპარატებზე და ჩეკის გამოყენებაზე. უფრო დაბალი განვითარების ქვეყნები და არა მოწინავე ქვეყნები, უფრო მალე ნერგავენ ასეთ ტექნოლოგიებს. რაღაც ნაწილში დაბალგანვითარებული ქვეყნები ტექნოლოგიებთან ადაპტირებას უფრო სწრაფად ახდენენ. არის ჩინეთის მაგალითი, როდესაც ქუჩის მოვაჭრეები მობილურით იღებენ სხვადასხვა პროდუქტის საფასურს.
თუ ვიძახდით, რომ ეს კარგი და საინტერესოა, ახლა - აუცილებელია. კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით, შეიძლება ვინმე დაშინდეს, მაგრამ ისეთ რაღაცეებზე უნდა ვიფიქროთ, როგორიცაა ხელფასის უნაღდო ანგარიშსწორება, შეიძლება იყოს გამონაკლისები, სადაც შეგიძლია გაწერო, მაგრამ დანარჩენგან უნდა მოახდინო უნაღდო ანგარიშსწორება, რომ გამოჩნდეს და ჩრდილიდან გამოვიდეს ხელფასები.
მე ხომ არ ვამბობ, რომ გადასახადები უნდა გავზარდოთ, დღგ უნდა გავზარდოთ, ვერ ვზრდით, თან ვიძახით, რომ ჩრდილოვანია... ჩვენ გვინდა, რომ ჩრდილოვან ეკონომიკას ავტომატებით ვებრძოლოთ და თოფებით ვიაროთ? არა, უნდა ვებრძოლოთ ტექნოლოგიებით და საკანონმდებლო ინიციატივებით“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?