მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გვინდა შემოვიტანოთ ტექნოლოგიები, რომლებიც ავტომატიზაციის სხვა დონეს განაპირობებს" - BDO Digital

61cb21bae0062
ინგა მურუსიძე
29.12.21 00:30
4986
BDO-დიჯიტალის პარტნიორი, ტექნოლოგიების და ინოვაციების ხელმძღვანელი, ზვიად ორაგველიძე საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობასა და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.

როგორც მან bm.ge-ს გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, პანდემიამ გარკვეულწილად ხელი შეუწყო გაციფრულების პროცესს საქართველოში.

„ბევრმა კომპანიამ უკვე გადაწყვიტა და ნაბიჯებიც გადადგა ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით, თუმცა გამოწვევები ბევრია. ტრანსფორმაცია მოითხოვს ინვესტიციებს, რაც არსებული კრიზისიდან გამომდინარე, კომპანიებისთვის ადვილი არ არის. წლევანდელი წლიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გამოცდილებით, ეს იყო დატვირთული წელი, პროექტები ბევრი მიმართულებით გვქონდა და შემიძლია ვთქვა, რომ ბიზნესი ამ მიმართულებით ბევრს ფიქრობს“, - განაცხადა ორაგველიძემ.

მისივე თქმით, BDO-დიჯიტალი ფოკუსირდება და სურს შემოიტანოს საქართველოში ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც ავტომატიზაციის სხვა დონეს განაპირობებს.

„გვინდა შემოვიტანოთ ტექნოლოგიები, რომლებიც ავტომატიზაციის სხვა დონეს განაპირობებს, რაც არის კიბერუსაფრთხოება, რობოტიზაცია, მონაცემთა ანალიტიკის მიმართულება და სხვა საკითხები. ამ მიმართულებით აქტიურ საგანმანათლებლო კამპანიასაც ვეწევით მთელი წლის განმავლობაში. მინდა ვთქვა, რომ ინტერესი ძალიან არის გაზრდილი ბიზნესებში, ყველა შეხვედრაზე იჩენენ ამ ინტერესს, სვამენ კითხვებს. თუმცა ჩვენ გვჭირდება წარმატებული ქეისები, ესა თუ ის კომპანია ყოველთვის უყურებს სხვა კომპანიაში თუ არის უკვე წარმატება მიღწეული ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ორაგველიძემ და დასძინა, რომ კომპანიების მხრიდან არის იმის შიში, რამდენად წარმატებული იქნება პროექტი, რომ ინვესტიცია ტყუილად არ იქნას გაწეული.

„ეს შიში ბუნებრივია, რადგან ახალ თემებზეა საუბარი. საზღვარგარეთ ბევრი კარგი რამ ხდება, თუმცა საქართველოში რამდენად გაამართლებს - ჯერ არ ვიცით. ერთი დიდი გამოწვევა ამ სფეროში არის პროფესიონალი კადრების კატასტროფული დეფიციტი, რაც სულ უფრო და უფრო ღრმავდება“, - ამბობს ის.