მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვინდა თუ არა, სტალინის შვილიშვილები ვართ...ბიძინა ივანიშვილმა სისტემის შეცვლა ვერ შეძლო - პაატა ტრაპაიძე

600d3047be9ff
ვიქტორია მღებრიშვილი
24.01.21 13:33
1791
კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელი პაატა ტრაპაიძე „Forbes კვირასთან“ ინტერვიუში წლის დასაწყისში „ქართული ოცნებიდან“ და პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას აფასებს და აცხადებს, რომ 8 წლის განმავლობაში ივანიშვილს სახელმწიფო მმართველობის სისტემის შეცვლის სურვილიც კი არ ჰქონია.

„ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლო სისტემის შეცვლა. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც საქართველოს რეალობას 30 წლის განმავლობაში მტკივნეული აჩრდილივით მიჰყვება – ეს სისტემაა. გვინდა თუ არ გვინდა, სტალინის შვილიშვილები ვართ. ტირანი რომ კვდება, ტირანია მასთან ერთად არ კვდება. საზოგადოების გონებას სჭირდება ტრანსფორმაცია იმის, რომ შენ ბატონ-პატრონი კი არ გჭირდება, არამედ განვითარებისთვის თავისუფალი გარემო გჭირდება. 

მე იმედი მქონდა, ამ ფინანსური რესურსებით და შესაძლებლობებით ის სისტემის ტრანსფორმაციას შეძლებდა. სამწუხაროდ, მე საპირისპირო დავინახე. არავითარი სურვილიც არ ჰქონია... გადმოიბარა სააკაშვილისგან ის სისტემა, რომელიც სააკაშვილმა გადმოიბარა შევარდნაძისგან, მან კი კომუნისტური სისტემისგან. ზვიად გამსახურდიასაც კი არ მოსვლია თავში ამის შეცვლა“, - აცხადებს პაატა ტრაპაიძე.

მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა კარგი გააკეთა პოლიტიკაში რომ მოვიდა და ხელისუფლება მშვიდობიანად გადაიბარა. ტრაპაიძე დადებითად აფასებს ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლასაც. პაატა ტრაპაიძე თვლის, რომ ბიზნესი დღეს პოლიტიკის გარეშე შეუძლებელია.

„უმადური უნდა იყო ადამიანი რომ არ თქვა, ბიზნესს შიში გაუქრა, მისი საფუძვლები არის დარჩენილი, მაგრამ შიში გაქრა. ბიზნესზეც ზეწოლა შედარებით ნაკლებია, მაგრამ ამ "მაგრამიდან" იწყება. ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ტემპი შეჩერდა“, - ამბობს „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელი.