22.დეკემბერი .2019 19:02

“ღვინის 8 000-წლოვანი ისტორია გვაქვს, არ შეიძლება ასეთი ქვეყნის ღვინო იყიდებოდეს ლიმონათის ფასად”

views 1399
უკან

პოლიტიკური გაერთიანების “ლელო საქართველოსთვის” ყრილობაზე პარტიის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარტიის ხედვებზე ისაუბრა. მისი თქმით, წარმოუდგენელია, ქვეყანას ჰქონდეს ორი უნიკალური რამ - 8 ათასწლოვანი ღვინის ისტორია და ქვევრი, როგორც ფენომენი და მისი ექსპორტზე გასაყიდი ერთი ბოთლის საშუალო ფასი იყოს 2 დოლარი და 40 ცენტი.

“საერთოდ, ქვეყნის ყველა კუთხეს უნდა მიეცეს კლასტერული განვითარების პრიორიტეტები, სადაც მკვეთრად იქნება განსაზღვრული თითოეული რეგიონის აღმშენებლობის სპეციფიკა. ეს შემიძლია კახეთის მაგალითზე გითხრათ, შემუშავებული გვაქვს კახეთის განვითარების პროგრამა, რომლის ღერძიც იქნება ღვინის კულტურა. ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ კახეთმა, როგორც საუკეთესო ხარისხის ღვინის მხარემ, მოწინავე ადგილი უნდა დაიმკვიდროს მსოფლიოში ისევე, როგორც ფრანგულმა ბორდომ.

ასევე დაუშვებელია რომ ქვეყანა, რომელსაც გააჩნია 7 სახის მიკროკლიმატი, გადაქცეული იყოს იმპორტირებული საკვების მომხმარებელ ქვეყნად. სადაც შემოგვაქვს ათასობით ტონა პომიდორი, ხახვი, ვაშლი, ნიორი...
იმპორტის შემცირება და ექსპორტის განვითარება - იქნება ჩვენი უმთავრესი საპროგრამო ამოცანა. ამისთვის ჩვენ შემოგვაქვს წინადადება რომ ყველა ექსპორტზე მომუშავე საწარმოს დაუწესდეს მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები”,- აცხადებს ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა