მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ღვინის ბაზარი ზღვასავითაა, სულ ღელავს და ცვალებადია“ - რა სჭირდება ქართულ ღვინოს პოპულარიზაციისთვის?

647f20d04d271
ვიქტორია მღებრიშვილი
08.06.23 09:00
1011
ღვინის კომპანიების „ვინივერიას“ და „შატო მერე ვაინსის“ თანადამფუძნებლის გია პირადაშვილის შეფასებით, ქართული ღვინის პოპულარიზებისთვის სახელმწიფო უფრო მოქნილი უნდა იყოს და სხვადასხვა ბაზარზე სწრაფ ინექციებს უნდა ახორციელებდეს. ამის შესახებ პირადაშვილმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

ის თვლის, რომ ქართული ღვინო უძველესი ისტორიის მქონეა და ქვეყანამ ეს მსოფლიოს უნდა დაანახოს. მეწარმე ღვინის საერთაშორისო ბაზარს ზღვას ადარებს, სადაც მდგომარეობა სწრაფად იცვლება, თუმცა კონკურენტულ გარემოში ქართულ ღვინოს სწრაფი მოქმედების შემთხვევაში სწორად პოზიციონირება შეუძლია.

„ღვინის ბაზარი ზღვასავითაა, სულ ღელავს და ცვალებადია. ზოგი შედის და ზოგი გამოდის... მთავარია, ყოველთვის იყო ხარისხიანი, იყო საინტერესო ქვეყნიდან, ამხელა ისტორიის და მუქთა მარკეტინგის გამოყენება შეგვიძლია. სახელმწიფოს ამის გაკეთება კიდევ უფრო უკეთესად შეუძლია, ალბათ ის [ხელისუფლება] ისწავლის და უკეთესად განახორციელებს იმ თანადგომას, რასაც მარკეტინგულ ბაზრებზე ღვინის პოპულარიზების ხელშეწყობა ჰქვია.

მხარდაჭერის პროგრამები ძალიან გვიან იწყება და სახელმწიფო ინსტიტუტები ამ მხრივ ძალიან მოუქნელები არიან. ჩვენ - ბიზნესი უნდა მივაწვეთ მათ, რომ ისინი გახდნენ მოქნილები და სხვადასხვა ბაზარზე სწრაფი ინექციები გააკეთონ, მაგალითად ჩინეთში უნდა მოერგონ ჩინურ მენტალიტეტს და ჩინელი პრომოუტერი უნდა ნახონ და არა ინგლისელი. ვთლი, რომ ეს შეცდომაა, აშშ-ში უნდა იყოს ამერიკელი პრომოუტერი, მაგრამ ის პრომოუტერი ისე უნდა გყავდეს შენს ქვეყანაზე შეყვარებული, რომ არაფრის მითითება არ უნდა გჭირდებოდეს... ღვინო ემოციური პროდუქტია“, - აცხადებს გია პირადაშვილი.