ღვინო Valleys Wine, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში საოჯახო ტიპის მარანში იწარმოება, შესაძლოა მალე ექსპორტზე გავიდეს. როგორც Valleys Wine-ის დამფუძნებელი გეგა ქათამაძე BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, საკითხი მოლაპარაკების ეტაპზეა, და მათ უკვე აქვთ შემოთავაზებები გერმანიიდან, პოლონეთიდან და აზიის რამდენიმე ქვეყნიდან.
ამასთან, გეგა ქათამაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, მარანს რეაბილიტაცია უტარდება, რაც პანდემიის ფონმა გარკვეულწილად შეაფერხა. მისივე თქმით, კოვიდ-19-ის ეფექტმა გავლენა ექსპორტის გეგმებზეც მოახდინა.
„დაგეგმილი იყო შეხვედრები და საზღვრების ჩაკეტვამ ეს შეაფერხა“, - განმარტავს ის.
ბრენდი Valleys Wine 2019 წელს დაფუძნდა და ის საფერავთან ერთად, ევროპული და კახური ტრადიციული მეთოდით დამზადებულ რქაწითელს აერთიანებს. მისი დამფუძნებლის განმარტებით, ამ ეტაპზე, ორიენტირება სრულად ექსპორტზე გადაწყვიტეს.
„ადგილობრივ ბაზარზე დიდი კონკურენციაა, ვფიქრობთ, რთველის პერიოდის შემდეგ, პროდუქცია ექსპორტზე მოხვდება“, - აღნიშნავს გეგა ქათამაძე და დასძენს, რომ მიუხედავად ამისა, სამომავლოდ, ბრენდის ადგილობრივ ბაზარზე, რამდენიმე ობიექტზე გამოჩენას არ გამორიცხავს.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, გეგა ქათამაძე განმარტავს, რომ მოიაზრება Valleys Wine-ის ასორტიმენტის გაფართოებაც.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის