მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის ეროვნული სააგენტო იაპონიაში ქართული ღვინის მარკეტინგში $99,000-ს გადაიხდის

5ee4b404ac818
შოთა ტყეშელაშვილი
13.06.20 15:04
1177
ღვინის ეროვნული სააგენტო იაპონიაში ქართული ღვინის დეგუსტაციისა და ონლაინ სემინარების გამართვაში $99,150 დოლარს გადაიხდის. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ხდება ცნობილი.

იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ღვინის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია Red Bridge-ი დაიქირავა, რომელსაც რამდენიმე სახის მარკეტინგული აქტივობის მოწყობა დაევალება. მათ შორის კომპანიას ევალება Facebook რეკლამების განთავსება ქართული ღვინის შესახებ, ასევე ქართული ღვინის შესახებ ტოკიოშიმ ოსაკასა და ჰიროშიმაში სემინარების ჩატარება და დეგუსტაციების ორგანიზება.

2019 წელს იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტის ღირებულებამ $879 ათასი შეადგინა, რაც მთლიანად ღვინის ექსპორტის 0.4% იყო. გასულ წელს ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი იყო, სადაც $133 მილიონი, ანუ მთლიანი ექსპორტის 60% გავიდა.