მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ღვინის ინდუსტრიას ესაჭიროება უცხოელი ექსპერტები და უცხოური გამოცდილების გაზიარება"

5c98d676e0289
მარიამ ადამია
25.03.19 18:00
3078
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ღვინის ქვეყანაა და მის სამშობლოდაც ითვლება, მაინც ქართველ მეღვინეებს გვესაჭიროება უცხოური ექსპერტები, იმისთვის, რომ წარმოებულმა პროდუქტმა მაქსიმალურად დააკმაყოფილოს ევროკავშირის მოთხოვნები, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უცხოური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება“, - ამის შესახებ BM.Ge-თან ღვინის კომპანია „ლუკასის“ დამფუძნებელმა ქეთი გერსამიამ განაცხადა.

„ინდუსტრიის განვითარებისთვის აუცილებელია, ჩვენს ქვეყანაში, სხვა ქალი მეწარმეები და მეღვინეების ვიზიტი, რომ გაგვიზიარონ საკუთარი გამოცდილება. ამის მიზანი კი, არის იმ სტანდარტებთან დაახლოება და იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რასაც ევროკავშირი ითხოვს. გარდა ამისა, ქალებისთვის რთულია კაცებით დომონირებად სექტორში თავის დამკვიდრება, პროდუქციის რეალიზაცია და საკუთარი სიტყვის თქმა; ამიტომაც მეტი ქალი უნდა გადამზადდეს და განვითარდეს ამ მიმართულებით და დავამტკიცოთ, რომ კარგი ღვინის წარმოება ისევე შეუძლია ქალს, როგორც - მამაკაცს“, - განაცხადა ღვინის კომპანია „ლუკასის“ დამფუძნებელმა.

ქეთი გერსამიამ ასევე აღნიშნა ისიც, რომ ევროკავშრის ბაზარი, მეღვინეებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ მოსახლეობამ კარგად იცის ღვინის ფასი.

„ევროპელებისთვის საინტერესოა ახალი ღვინის სახეობების დაგემოვნება და ახალი მეწარმეების გაცნობა“, - ამბობს გერსამია.

შეგახსენებთ, რომ ღვინის კომპანია „ლუკასის“ მიერ წარმოებული ღვინის თითქმის 50% ექსპორტზე გადის, მათ შორის ევროკავშირის ბაზარზე, ამერიკასა და იაპონიაში.
უახლოეს მომავალში „ლუკასი“ ღვინის წარმოებიდან ახლა უკვე სასტუმრო ბიზნესში შესვლასაც გეგმავს და ევროპულ კომპანიასთან ერთად, საქართველოში, კონკრეტულად კი, კახეთის რეგიონში საწარმო და სასტუმრო აშენდება.