მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის სააგენტო: იმედია, აშშ-ში 2020 წელს მილიონ ბოთლ ღვინოს გავიტანთ

5e2c2b2fca686
ლევან თაღიაშვილი
25.01.20 17:10
1463
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან მეხუზლას განცხადებით, 2020 წელს აშშ-ში 1 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი იგეგმება.

მისი თქმით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიზანმიმართული კამპანიები კარგად მუშაობს და ეს სტატისტიკაშიც აისახება.

„ჩვენ ვთვლით და შედეგებიც მეტყველებს იმაზე, რომ იქ, სადაც ღვინის ეროვნულ სააგენტოს აქვს მიზანმიმართული პოლიტიკა, ექსპორტში ზრდა შეიმჩნევა, თან საკმაოდ დიდი. მახარებს აშშ-ის შედეგები, სადაც 48%-იანი ზრდა არის, მიზანმიმართულად ვაგრძელებთ ამ ბაზარზე მუშაობას და ჩემი დიდი იმედია, რომ 2020 წელს 1 მილიონ ბოთლს გავიტანთ ამერიკაში”, - განაცხადა მან.

მისი თქმით, 2019 წელს ღვინის კომპანიები რუსეთის ბაზრისგან მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, ცდილობენ ახალი ბაზრები აითვისონ.

„ღვინის კომპანიები ძირითადად საკმაოდ აქტიურობენ. ხშირ შემთხვევაში გვერდით უდგანან ჩვენს სააგენტოს მარკეტინგულ კამპანიებში. არის ქვეყნები, სადაც ჩვენ არ გვაქვს მარკეტინგული კამპანიები და ისინი თავის თავზე იღებენ პასუხისმგებლობას და აქტიურობენ. საბოლოო ჯამში, შარშანდელი გამოცდილებიდან ბევრი დაფიქრდა და ცდილობს, ბაზრების დივერსიფიცირებას, მათთვის ახალ ბაზრებზე გასვლას, რათა ნაკლები რისკები ჰქონდეთ”, - განაცხადა მეხუზლამ.