ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენით, მიმდინარე წელს ღვინის ექსპორტი დაახლოებით 30-40%-ით შემცირდება.
ლევან მეხუზლამ BM.GE-სთან განმარტა, რომ ორი თვის განმავლობაში ღვინის ექსპორტი სრულად შეჩერდა უკრაინაში, ხოლო სხვა ბაზრებზე მეტ-ნაკლები კლება შეიმჩნევა.
„გათვალისწინებით, რომ 2021 წელს ექსპორტი დაახლოებით 10-12%-ით გაიზარდა, როგორც საექსპორტო ღირებულების, ასევე მოცულობის მიხედვით, მიმდინარე წელს სამწუხაროდ ობიექტური და არასასიამოვნო მიზეზების გამო, უკვე ჩანს, რომ კლება გვექნება.
სამწუხაროდ ჯერ არ ვიცით, როდის დასრულება ომი, ამიტომ ექსპორტი მიმდინარე წელს შესაძლოა 30-40%-ით შემცირდეს, რაც დარგის განვითარებისთვის ძალიან ცუდია. გრძელვადიან პერსპექტივაში სხვადასხვა სახის ღონისძიებებითა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიმართულებით ჩვენი მუშაობის შედეგად, იმედი გვაქვს მიმდინარე წლის შოკი დარგის განვითარებაზე ნაკლებად აისახება“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მოკლევადიან პერიოდში კომპანიები სხვადასხვა ბაზრებზე გადაწყობას ვერ შეძლებენ, თუმცა დღეს ინდუსტრიის წარმომადგენლების მიერ ბაზრების დივერსიფიცირების მიმართულებით დაწყებული აქტივობა, გრძელვადიან განვითარებაზე დადებითად აისახება.
„სამწუხაროდ, რუსეთზე ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ დროის მოკლე პერიოდში გადაწყობა რთულია, თუმცა მცდელობას არავინ აკლებს და ბევრი კომპანია დივერსიფიცირებას ცდილობს. მათ შორის რუსეთზე ორიენტირებული კომპანიები ცდილობენ ჩინეთის, აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისპირეთის ქვეყნების და სკანდინავიის მიმართულებით მუშაობას. ეს მოკლევადიან პერიოდში შესაძლოა არ აისახოს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში კომპანიებსა და დარგზე დადებითად აისახება“, - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
ლევან მეხუზლას ინფორმაციით, დღეს სახელმწიფო ღვინის ექსპორტისა და პოპულარიზაციის მიზნით აქტივობას 8 სტრატეგიული მიმართულებით აგრძელებს.
„ჩვენ სტრატეგიულად ვმუშაობთ 8 მიმართულებით - აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ბალტიისპირა ქვეყნები, პოლონეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა. წელს პირველად გვეყოლება კონტრაქტორი სამხრეთ კორეაში და ეს პერსპექტიული ბაზარია, მოვსინჯეთ ჩვენი ძალები ცენტრალურ ევროპაში და სკანდინავიაში და მცირე ღონისძიებები გვაქვს ბენილუქსის ქვეყნებში. ყველა მათგანი მნიშვნელოვანია და ყველა შეიტანს მცირე წვლილს დარგის განვითარებაში“, - უთხრა BM.GE-ის მეხუზლამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ