ღვინის სოფელი 24 ვილით და გაყიდული 1,5 მილიონი ბოთლი ღვინო - „შუხმან ვაისი“ 2019 წელს აჯამებს და 2020 წლის გეგმებზე საუბრობს. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა bm.ge-ს განუცხადა, 2019 წელი მათთვის იყო მოვლენებით და გამოწვევებით სასვე.
„ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა კომპანიამ, რათა განვითარებულიყო. ორ მნიშვნელოვან პროექტს გამოვყოფ, როგორც 2019 წლის შედეგს. კერძოდ, გავაშენეთ უნიკალური შუხმანის ღვინის სოფელი, ჩვენი ტერიტორიის დამატებით 5 ჰექტარზე, რომელიც გულისხმობს 25 ვილის აშენებას მთელი თავისი ინფრასტრუქტურით, აუზებით და ა.შ. ეს ვილები ექსკლუზიური და უპრეცედენტოა, ვინაიდან იგი შესრულებულია უნიკალური დიზაინის ელემენტებით. ექსტერიერში გამოყენებულია მე-19 საუკუნის ქართული მასალა, რომელსაც ანალოგი არ აქვს და არ იწარმოება. ინტერიერის კუთხით კი შეიქმნა სპეციალური დიზაინის ხაზი, ასევე ქართული და შესაბამისად დავამზადეთ ისეთი დიზაინის ავეჯი, რომელიც არ მეორდება. ეს არის ექსკლუზიური დასვენების ვილები, ჩვენი მიზანია მაღალ ტურისტულ სეგმენტში შეღწევა. პირველი ფაზა დასრულდა, აშენებულია 14 ვილა, სტუმრებს ვიღებთ უკვე. 2020 წლისთვის კი კიდევ 10 ვილას ავაშენებთ და პირველები ვიქნებით ბაზარზე, ვინც ასეთი ექსკლუზიური ღვინის სოფელი შესთავაზა მომხმარებელს“, - აღნიშნა ნუცა აბრამიშვილმა.
მისივე თქმით, მეორე მიმართულება, სადაც კომპანიას გასულ წელს მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდა, არის მეღვინეობა:
„როგორც მეღვინეობის ერთ-ერთი კომპანიისთვის, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია მევენახეობა, შესაბამისად კომპანია თავიდანვე ფლობდა საკუთარ ვენახებს. 2019 წელს კი გავაფართოვეთ ვენახები, ამ ვენახებში გარკვეული პროცენტულობა უჭირავს ქართულ ენდემურ ჯიშებს, რაც ჩვენ საექსპერიმენტოდ გვაინტერესებს და იმის დასამტკიცებლად მსოფლიოსთვის კიდევ ერთხელ, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო და რომ არსებული ღვინის ჯიშებიდან მეოთხედი მოდის საქართველოში.
ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით, 2020 წელს ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ ბიზნესს და მომხმარებლებს“.
„შუხმან გრუპის“ გენერალურმა დირექტორმა მომავალი წლის გამოწვევებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი გამოწვევა იქნება სტაბილურობა ყველა მიმართულებით, ხარისხის შენარჩუნება, დივერსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელება, რაც ნიშნავს მეტ მსყიდველობითუნარიან ბაზარზე შეღწევას და შეღწეულ ბაზრებზე თავის დამკიდრებას გრძელვადიან პერსპექტივაში.
„სექტორმა სახელმწიფოსთან ერთად შეიმუშავა რიგი მიმართულებები, რიგი ქვეყნები, სადაც დაგეგმილია პიარ-კაპანიები, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის, როგორც ღვინის მწარმოებლის ცნობადობის ამაღლებას. ძირითადად აზიაზე გვაქვს აქცენტი გადატანილი. არის ქვეყნები, სადაც ქართულ ღვინოს ჯერ კარგად არ იცნობენ, მაგრამ ძალიან ძლიერი ბაზარია, მსყიდველობითუნარიანობის თვალსაზრისით და ასევე განვითარებული ბაზარია, სადაც ღვინის მსმელი და შემფასებელი საზოგადოებაა“, - განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, კომპანიამ 2019 წლის განმავლობაში გაყიდა 1,5 მილიონი ბოთლი ღვინო - „შევასრულეთ ასი პროცენტით დაგეგმილი ბიუჯეტი. აქედან 93% გადის ექსპორტზე, ხოლო დარჩენილი შიდა ბაზარზე იყიდება. ასევე, 2019 წელს ჩვენ შევაღწიეთ რამდენიმე მნიშვნელოვან ბაზარზე. ეს იყო კანადა, ამერიკის სხვადასხვა შტატები, აქ ძალიან კარგი შედეგი გვქონდა, ასევე რამდენიმე ახალი ჩინელი პარტნიორიც დაგვემატა და მეტად გავძლიერდით ევროპის მიმართულებითაც. ამიტომაც მნიშვნელოვანია დივერსიფიკაცია გაგრძელდეს როგორც წარმოებაში ჩვენთან, ასევე ქვეყანაში, რათა სხვადასხვა საგარეო ეკონომიკურმა ფაქტორმა სექტორი არ დააზარალოს“, - დასძინა „შუხმან გრუპის“ გენერალურმა დირექტორმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა