კომპანია CBS ჯგუფი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესში 2019 წლიდან შევიდა, გლობალური პანდემიით გამოწვეული ლოქდაუნის მიუხედავად, სწორედ აღნიშნულ პერიოდში მოხდა ჯერ კიდევ 2002 წელს დაარსებული საწარმოს სრულად გადაიარაღება, მისი ახალი, იტალიური ტექნიკით აღჭურვა და წარმოების ახალი კონცეფციის შექმნა. კომპანიამ სწორედ აღნიშნულ პერიოდში გაიარა რებრენდინგი და შეიქმნა სრულიად ახალი ქართული ბრენდი „მარნაველი“, რომელისთვისაც გასული 2022 წელი წარმოუდგენლად წარმატებული აღმოჩნდა.
„მარნაველის“ მიერ წარმოებული პროდუქცია ღვინის ერთდროულად რამდენიმე პრესტიჟული ფესტივალის რჩეული გახდა. ახალმა ქართულმა ბრენდმა მსოფლიოს წამყვანი სომელიეების და სტუმრების აღფრთოვანება დაიმსახურა.
„მონდუს“ უმაღლესი ჯილდო „მარნაველის“ სამმა პროდუქტმა მიიღო. ოქროს მედლით გერმანიიდან საქართველოში 2019 წლის მუხაში დაძველებული საფერავი დაბრუნდა, ოქრო მოიპოვა „მარნაველის“ 2019 წლის მუხაში დაძველებულმა რქაწითელმა და განსაკუთრებული გემოვნების მქონე ევროპელებს არ გამორჩენიათ, არც „მარნაველის“ 2019 წლის ქვევრის ქისი-ხიხვი, რომელმაც ფესტივალიდან დამსახურებული ოქრო წარმიღო.
„მარნაველისთვის“ ასევე წარმატებული იყო, დიდ ბრიტანეთში დაარსებული IWSC (International Wine & Spirits Competition) საერთაშორისო ღვინისა და სპირტების კონკურსი, საიდანაც ქართულმა კომპანიამ, 5 წარდგენილი ღვინის ნიმუშიდან 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო დაიმსახურა.
ჰონგ კონგში დაარსებული საერთაშორისო ღვინისა და სპირტების კონკურსი გამორჩეული გამოდგა „მარნაველისთვის“, ოთხი ღვინისა და ბრენდის ნიმუშიდან, კომპანია ოთხივეში დაჯილდოვდა სამი ოქროსი და ერთი ვერცხლის მედლით. მარნაველის მანავი, ქისი-ხიხვი , მუხის კასრებში დაძველებული ყურძნის ბრენდი Marnaveli XO და Marnaveli 5 - Gold Award 2022 and Best Grape ხუთწლიანი დავარგებით.
კომპანია „მარნაველი“ მოცემული დროისთვის ოცდაათი სახეობის ღვინოს და ყურძნის ბრენდს აწარმოებს და წელიწადში 3 მილიონამდე ბოთლს ასხამს. ტრადიციულ ბაზრებს ჩინეთის და ამერიკის ბაზარიც დაემატა, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა უკრაინა იყო.
ვაზი მთელი საქართველოდან -ეს მარნაველის კონცეფციაა, მისი ღვინო კი ბედნიერებას ინახავს. გახსოვდეთ - ახალი წლის სადღეგრძელო „მარნაველით“ უნდა შესვათ და მთელი წლისთვის ბედნიერება შეინახოთ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება