27.იანვარი .2020 17:18

ღვინო, თხილი, დაფნის ფოთოლი - TOP-10 პროდუქტი, რომელიც ექსპორტზე ჩინეთში გადის

views 724
უკან

2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.7%-ით გაიზარდა და 12 834.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარი იყო (12.4%-ით მეტი), ხოლო იმპორტი - 9 063.2 მლნ აშშ დოლარი (0.8%-ით ნაკლები).

საქსტატის ოფიციალური წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ 2019 წელს საქართველოდან ჩინეთში $227.6 მლნ ლარის ექსპორტი განხორციელდა. 2018 წელს ეს მაჩვენებელი $198 მლნ იყო, ხოლო 2017 წელს, ვიდრე საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ამოქმედდებოდა, ჩინეთში $201 მლნ-ის საქონელი იქნა ექსპორტირებული. აღსანიშნავია, რომ გასული წლის მაჩვენებლებით ჩინეთს საქართველოს ძირითადი საექსპორტო ბაზრების ათეულში მე-6 პოზიცია უკავია.

რა გავყიდეთ ჩინეთში 2019 წელს?

1. მადნები და კონცენტრატები სპილენძის - $172.2 მლნ
2. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $18.8 მლნ
3. მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - $12.9 მლნ
4. მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონების - $5.7 მლნ
5. კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - $3.6 მლნ
6. თხილი და სხვა კაკალი - $3.4 მლნ
7. რეაგენტები დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული - $2.7 მლნ
8. სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - $2.02 მლნ
9. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები (ლიტრი, 100% სპირტი) - $839.7 ათასი
10. ალუმინი დაუმუშავებელი - $779,1 ათასი.

რაც შეეხება იმპორტს. 2019 წელს საქართველოში ჩინეთიდან $858.6 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა