მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვირაბის რეაბილიტაციის შემდეგ ენგურჰესის გამომუშავებამ მნიშვნელოვნად მოიმატა - ნარმანია

633e927c0aac0
ინგა მურუსიძე
06.10.22 21:45
515
სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ენგურჰესი სრული დატვირთვით მუშაობს.

„მას შემდეგ, რაც დასრულდა ენგურჰესის გვირაბის რეაბილიტაცია, ენგურჰესის გამომუშავებამ მნიშვნელოვნად მოიმატა. აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ელექტროენერგიის გაყოფის პროპორცია კვლავაც უცვლელი რჩება. გამომუშავებული ენერგიის 40% აფხაზეთში, ხოლო 60% დანარჩენ საქართველოზე ნაწილდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ინფორმაციისთვის: საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის დერივაციული გვირაბის რეაბილიტაცია 2021 წლის იანვარ-მაისის პერიოდში განხორციელდა. გვირაბის სიგრძე 15,5 კილომეტრია, დიამეტრი კი - 9,5 მეტრი.

სამუშაოების შესრულებას ჯამში 30 მილიონი ევრო მოხმარდა, საიდანაც დაახლოებით 8 მილიონი ევრო მხოლოდ გვირაბის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა.