მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გვიწევს ავანსების დაბრუნება, ღონისძიებების გადადება, ზარალი საკმაოდ სერიოზულია"- თაშრე

5f5c92b095bed
BM.GE
13.09.20 18:40
1736
“გვიწევს ავანსების დაბრუნება, გვიწევს ღონისძიებების გადადება”- ამის შესახებ BM.GE-ის რესტორან “თაშრეს” დირექტრმა მაკა ცაბუტაშვილმა განუცხადა.

რესტორანი თაშრეს მენეჯერი ამბობს, რომ მიმდინარე თვეში არაერთი სოციალური ღონისძიება იყო დაგეგმილი, რომლის გაუქმებაც მოუწევთ. კომპანიაში ამ ეტაპზე ზარალის ზუსტ ოდენობაზე ვერ საუბრობენ.

“ჩვენ როგორც კანონმორჩილი ბიზნეს სუბიექტი ვალდებული ვართ უბრალოდ, რომ დავემორჩილოთ სახელმწიფოს რეგულაციებს. აქამდე მხოლოდ ღია სივრცეში ვიღებდით სტუმრებს, მაგრამ ახლა ჩვენს ტერესაზე ყველა ჯავშანი გაუქმდა. ზარალი არ არის პატარა, საკმაოდ სერიოზულია. გვიწევს ავანსების დაბრუნება, ღონისძიებების გადადება. თაშრეში ბევრი იუბილე, ქორწილი, კონცერტი გვქონდა დაგეგმილი, რომლის ბილეთებიც სრულად გაყიდული იყო”-ამბობს მაკა ცაბუტაშვილი თაშრეს დირექტორი.