სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის განცხადებით, სურსათის ეროვნულ სააგენტოზე საკმაოდ დიდია ზეწოლა, რომ ტენდერების მეშვეობით არაღიარებული პრეპარატები შეიძინონ. ხანიშვილის თქმით, მსგავსი ზეოლა მოდის როგორც "სამთავრობო ისე არასამთავრობო სტრუქტურების მხრიდან". ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ პარლამენტში, აგრარული კომიტეტის სხდომაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის ანგარიშის მოსმენისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ტენდერებში აპრობირებული და მაღალი ხარისხის პრეპარატების შესყიდვა მოხდეს.
„ჩვენ ძალიან დიდი ბრძოლა გვიწევს ბიზნეს თუ ვაიმეცნიერ ჯგუფებთან, რომლებიც ცდილობენ, სხვადასხვა არაღიარებული პრეპარატები გახდეს სურსათის სააგენტოს შესყიდვის საგანი. ეს ხშირ შემთხვევაში დაუძლეველი წინააღმდეგობაა და სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურების ზეწოლის შედეგია. მინდა პარლამენტს ჰქონდეს ეს ინფორმაცია, რომ ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ. ეს ჩვენს ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული, რომ ასეთი არაღიარებული და მსოფლიო გამოცდილების გარეშე არსებული პრეპარატებით შევწამლოთ. ასპარეზი ძალიან დიდია, ფერმერთა რაოდენობაც საკმაოდ დიდია, შეუძლიათ ცდები დამოუკიდებლად ჩაატარონ, გაყიდონ ეს პრეპარატები, მაგრამ ყველამ არ შეიძლება სახელმწიფო შესყიდვებში მიიღოს მონაწილეობა. იმდენად მკაცრად ჩავატარეთ მიმდინარე წელს ტენდერები, რომ არც მეტი არც ნაკლები 6.6 მლნ ლარი დაიზოგა. შესაბამისად, ჩვენ რომ რაღაც დათმობები გავაკეთოთ, არ გამოვა. ამიტომ მინდა იცოდეთ, რომ გარკვეულ არაკეთილსინდისიერ მოთხოვნებს ვღებულობთ“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება