მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გვჯერა, რომ საუკეთესო სამოსი არის ის, რომლის ჩაცმაც გეჩქარება“ – ახალი სტარტაპი "Wear 365"-ი

6106b3595723e
მარიამ იზორია
01.08.21 23:00
883
საქართველოს ბაზარზე ახალი ქართული სტარტაპი „Wear 365“-ი გამოჩნდა, რომელიც ქალისა და მამაკაცის, სხვადასხვა ზომისა და სტილის მაისურებს უმაღლესი ხარისხის ბამბის ქსოვილისგან ქმნის. ბრენდის პირველი კოლექცია ცხრა განსხვავებულ მაისურს აერთიანებს. მათგან 6 ქალისთვის, 3 კი მამაკაცისთვისაა განკუთვნილი.

როგორც ბრენდის დამფუძნებლები ქეთი ნიკოლეიშვილი და ნინო სანიკიძე Bm.ge-სთან აღნიშნავენ, მათ სტატაპში 15 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახოცრიელეს. რაც შეეხება პროდუქციის ფასს, მაისურების ღირებულება 58 ლარია.

„ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო სამოსი არის ის, რომლის ჩაცმაც გეჩქარება, რომელსაც ყველაზე კარგად ირგებ და ყველაზე კარგად გამოგხატავს, „Wear 365”-ი კი შეგიძლია 365 დღე მოირგო, ჩვენი მრავალფეროვანი არჩევანი, მომხარებელს საშუალებას აძლევს განსხვავებული სტილისა და ფერების მასიურები ერთ სივრცეში შეარჩიოს, მაშინ, როდესაც ადამიანებს ძიება სხვადასხვა გაყიდვის წერტილში უწევთ, რაც შეეხება ჩვენს მომხმარებელს, მასში იმ ადამიანს მოვიაზრებთ, რომლისთვისაც ხარისხი და კომფორტი მნიშვნელოვანია“ - ამბობენ „Wear 365” -ის დამფუძნებლები.

სტარტაპი მხოლოდ ერთ კოლექციაზე გაჩერებას არ აპირებს და სამომავლოდ ახალი ტექსტილების დამატებაც იგეგმება. რაც შეეხება რეალიზების საშუალებებს, დამფუძნებლები საწყისად ვებგვერდის შექმნას, შემდგომ უკვე ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავენ, მათი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ქართული ხარისხიანი ნაწარმი სხვადასხვა ქვეყანაშიც გაიყიდოს.