მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვსურს, მოლაპარაკების მაგიდიდან ნაგავი ავიღოთ და არგუმენტირებული კრიტიკა დავტოვოთ - თურნავას მოადგილე “ნამახვანჰესზე”

60be304f6f2ba
შოთა ტყეშელაშვილი
07.06.21 19:29
779
პარლამენტში გამართულ სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა, რომ მათ ნამახვანჰესის საკითხზე მოლაპარაკებათა მაგიდიდან პროექტის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია, მითები და “სხვა ნაგავი” აიღონ და მასზე მხოლოდ არგუმენტირებული კრიტიკა დარჩეს. თვალაბეიშვილი ამბობს, რომ მთავრობას იმედი აქვს, რომ იმ პერიოდში, სანამ კაშხლის მშენებლობაზე მორატორიუმი არის გამოცხადებული, გარემოს დამცველებთან და ექსპერტებთან კონსტრუქციული დიალოგი შედგება.

“ჩვენ მორატორიუმი გამოვაცხადეთ უშუალოდ კაშხლის ნაგებობის მშენებლობაზე. მორატორიუმი 9-12 თვეს გასტანს. ჩვენ ვეუბნებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე ექსპერტებს, ვისაც წუხილი აქვთ ამ პროექტთან დაკავშირებით, რომ თუ თქვენ გაქვთ რაიმე დასაბუთებული წუხილი, ან აზრი ან არგუმენტაცია, ჩვენ მზად ვართ რომ განვიხილოთ.

ჩვენ, ჩვენი ექსპერტები, კომპანია ENKA-ს ექსპერტები. ამ მიზნით ბევრი პლატფორმა შევთავაზეთ. აპრილის დასაწყისში ჩვენ ჯგუფი შევქმენით ქალბატონ ნინო ჩხობაძის ხელმძღვანელობით და გავუზიარეთ დოკუმენტაცია, რაც კი მომზადებულია. მათ გვითხრეს, რომ მაისის ბოლოსთვის მოგვაწვდიდნენ ჩვენ შენიშვნებს. სამწუხაროდ ჯერჯერობით ჩვენ ქაღალდზე დაწერილი არანაირი დოკუმენტი არ მიგვიღია. მაგრამ, აქაც გამოჩნდა კარგი მიმართულება იმ კუთხით, რომ მომავალი კვირის ბოლოს ჩამოდის ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჯუფი ზუსტად ამისთვის, რომ მხარეებს შორის ხელი შეუწყოს დიალოგს.

დიალოგის ხელშეწყობა რა არის?  ამ პროექტთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი მიზანმიმართული ტყუილი, დეზინფორმაცია, მითები, ცილისწამება, ჩვენ გვინდა, რომ მოლაპარაკების მაგიდიდან ავიღოთ ეს ნაგავი, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის და დავტოვოთ მართლა არგუმენტირებული საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც ექსპერტებს შეეძლებათ გაუზიარონ ერთმანეთს მოსაზრებები,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძის კითხვაზე პასუხისას თვალაბეიშვილმა.