მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გვსურს, სასადილოსა და სამზარეულოს მოდა დავამკვიდროთ“ - Home Story ჭავჭავაძეზე

614892eea129a
მარიამ იზორია
21.09.21 10:15
1479
თბილისში, ჭავჭავაძის #37-ში ახალი მაღაზია Home Story გაიხსნა, სადაც სამზარეულოსთვის საჭირო ბრიტანული და ავსტრალიური ბრენდების ნივთებია წარმოდგენილი.

როგორც bm.ge-სთან Home Story-ის დამფუძნებელი მარიამ ჩიჩუა ყვება, პროდუქცია საშუალო და მაღალ სეგმენტზეა გათვლილი - ფასები 9 ლარიდან იწყება და 2 000 ლარამდე მერყეობს.

მაღაზია სულ რაღაც ერთი კვირაა, რაც გაიხსნა და 5 ადამიანს ასაქმებს.

"Home Story-ის თითოეული ნივთი საგულდაგულოდ არის შერჩეული და შეიძლება სამზარეულოში თუ სუფრის გაწყობისას შთაგონების წყაროდაც იქცეს; ყველა სახლს თავისი ისტორია აქვს, ჩვენ კი გვსურს ადამიანებს ამ ისტორიის შექმნაში დავეხმაროთ და სასადილოსა და სამზარეულოს მოდა დავამკვიდროთ; მომსახურების მაღალი სტანდარტი გვაქვს და დიდ ყურადღებას ვაქცევთ შეფუთვას. დაახლოებით, ერთი კვირაა რაც გავიხსენით, ამიტომ მომხმარებელი ჯერ კიდევ შეჩვევის პროცესშია, თუმცა მაღაზიის „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ გვერდებზე უკვე საკმაოდ კარგი გამოხმაურება გვაქვს“, - ამბობს მარიამ ჩიჩუა.



რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, Home Story-ის დამფუძნებლის თქმით, მომხმარებელს ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე ელოდება, მათ შორის ის, რასაც ქართული ბაზარი ჯერჯერობით არ სთავაზობს, თუმცა ამ ეტაპზე დეტალებზე არ საუბრობს.

ამასთან, ოქტომბრიდან ბრენდის ვებგვერდიც ჩაეშვება და პროდუქციის შეძენა ონლაინ არხითაც იქნება შესაძლებელი.