მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვსურს, ვიცხოვროთ მშვიდობიან ქვეყნებში, თუმცა კრემლში ჯერ ეს არ ესმით - პოლონეთის პრემიერი

6233356b32a3f
ვიქტორია მღებრიშვილი
17.03.22 17:54
863
„გვსურს, ვიცხოვროთ მშვიდობიან ქვეყნებში, თუმცა სამწუხაროდ კრემლში ჯერ ეს არ ესმით“, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან ირაკლი ღარიბაშვილს გულახდილი საუბრისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური კავშირები სწრაფად განვითარდება.

"მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი გულახდილი საუბრისთვის, ამ ორმხრივი, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, რომელიც ვითარდება, მაგრამ ვიცით, რომ შეიძლება იყოს უკეთესი, განვითარდეს უკეთესად და უფრო სწრაფი ტემპით, რომ არა ეს რთული პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც ახლა არსებობს. პოლონეთი, უკრაინა, საქართველო რთულ მდგომარეობაში არიან, ვინაიდან ეს არის ჩვენი მეგობარი, მეზობელი ქვეყანა. ჩვენ, ყველას გვსურს, ვიცხოვროთ მშვიდობიან პირობებში, მშვიდობიან ქვეყნებში, თუმცა სამწუხაროდ, კრემლში ჯერ ეს არ ესმით და ის აგრესია, რომელიც გამოხატულია საქართველოს, უკრაინის მიმართ და ევროკავშირის, ესაა ძირითადი პოლიტიკა, რომელსაც ახლა რუსეთი ამჟღავნებს. ამიტომ გზა, რომელიც ამოირჩია საქართველომ, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, არა იმიტომ, რომ ჩვენ ამას ვიღაცისთვის, ვიღაცის წინააღმდეგ ვაკეთებთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ, ვაფასებთ საქართველოს არჩევანს და გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ამ გზაზე. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირშიც იქნება ეს ხმა გაგებული, რომ ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ბათუმში, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

მისი თქმით, საქართველოსა და პოლონეთს საუკუნეების ისტორია აკავშირებთ და პოლონეთის მხარეს სურს ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს.

„ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ ჩვენს მეგობარ უკრაინასთანაც. მინდა, კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ყველას გვახსოვს საქართველოსა და პოლონეთის ერთობლივი ისტორია, რომელიც ამ ორ ქვეყანას საუკუნეებია აკავშირებს, გვახსოვს ეს ყველაფერი და გვსურს, გავაძლიეროთ ეს თანამშრომლობა. კიდევ ერთხელ, სიტყვის ბოლოს, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში მოწვევისთვის, ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში. ხსოვნის და პატივისთვის, ჩვენი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის მიმართ, რომელსაც სწამდა სუვერენული ქვეყნების თავისუფლებისა და მას ჰქონდა დიდი სიმამაცე ასეთ რთულ საკითხებზე, არა მარტო ეფიქრა და ნაბიჯები გადაედგა, არამედ სწორ ადგილას აღმოჩნდა, როდესაც იყო გადასაწყვეტი ძალიან რთული გადაწყვეტილებები და ამ ნაბიჯით უფრო მჭიდროდ დააკავშირა ჩვენი ქვეყნები. ამიტომაც მსურს, მადლობა გადავიხადო ამ ხსოვნისათვის, იმ პატივის მიგებით, რომელსაც დღეს ექნება ადგილი და ეს არის ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი საქართველოდან. გვწამს, რომ მაშინ ლეხ კაჩინსკიმ მიწაში თესლი ჩადო და ახლა ზუსტად იწყებს ზრდას და ჩვენი კავშირებს გააღრმავებს", - აღნიშნა პრემიერმა.