მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GWP წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

606063569073e
BM.GE
28.03.21 15:07
5285
დღეს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, საბურთალოს რაიონში, ფარნავაზ მეფის გამზირზე, მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენით სამუშაოებს ატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ღამის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

"ვაკე-საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას I - VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ქავთარაძის, ნუცუბიძის, ასათიანის, ბუდაპეშტის და ლვოვის ქუჩების ნაწილს, დელისის, პიკასოს, შავგულიძის, ანჯაფარიძის, მაღალაშვილის, გელოვანის, დოლიძის, ამაღლობელის და მიმდებარე ქუჩებს.

ნუცუბიძის I, II, IV, V მ/რ-ებს, პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის, ფერმწერის, თვალჭრელიძის და მიმდებარე ქუჩებს. წყნეთის გზატკეცილს, თხინვალას, ზაჰესის და ავჭალის დასახლებების ნაწილს.

სოფელ დიღომში: გიორგი ბრწყინვალეს, აღმაშენებლის, ხანძთელის, უგრელიძის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის და მიმდებარე ქუჩებს. სოფელ ძველ ვეძისს და დიღომი 7-ს.

GWP შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.