მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GWP: ყოველდღიურად ვზრუნავთ,რომ სასმელი წყლის ხარისხი სტანდარტს შეესაბამებოდეს

5fe32283aa986
BM.GE
23.12.20 14:56
786
"ჯივიპის ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის სპეციალისტები ყოველდღიურად ზრუნავენ, რომ თბილისში სასმელი წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებდეს დადგენილ სტანდარტს“, - აცხადებს წყლის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.თამარ ნიკურაძე.

როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნედლ წყალს მდინარე არაგვიდან და მისი ფილტრატებიდან მოიპოვებს. მოპოვებული წყალი მრავალი კილომეტრი სიგრძის მილსადენებით სათავე ნაგებობებისკენ მიედინება, სადაც იწმინდება და იფილტრება.

მოსახლეობის ონკანებში განაწილებამდე ნედლი წყალი უწყვეტად გადის ტექნოლოგიური დამუშავების სრულ ციკლს: დალექვას, ფილტრაციას, წყლის გაუსნებოვნებას. ლაბორატიურიულად შემოწმებული მაღალი ხარისხის სასმელი წყალი ნაწილდება ქსელში და 24 საათიან რეჟიმში მიეწოდება მოსახლეობას.

,,იმისთვის რომ მდინარე არაგვიდან მოპოვებული ნედლი წყალი სასმელად ვარგისი გახდეს და ჩვენს ონკანებამდე მოვიდეს, რთული ტექნოლოგიური პროცესების გავლა და მრავალი ადამიანის შრომაა საჭირო” - ამბობს თამარ ნიკურაძე.

მისივე თქმით, სათავე ნაგებობებზე წყლის ხარისხი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მოწმდება. წყალმომარაგების ქსელში წყლის ხარისხის მონიტორინგი თბილისის მასშტაბით 390 სხვადასხვა წერტილში მიმდინარეობს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დედაქალაქში წყლის ხარისხის მონიტორინგს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით და საქართველოს ეროვნული სტანდარტის მიხედვით ატარებს.
(NS)