მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GWS ფართოვდება - კომპანიამ ვენახები რაჭაში შეიძინა

608fba12df47a
თათია კაკიაშვილი
04.05.21 09:40
834

ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია GWS ფართოვდება: GWS ელჩის ქეთი კენკიშვილის განცხადებით, კომპანიამ რაჭაში 9 ჰა ფართობის ვენახი შეიძინა, სადაც ყურძნის უცხო ჯიშების გაშენებას და მომხმარებლისთვის ახალი სახეობის მშრალი რაჭული ღვინის შეღავაზებას აპირებს. ქეთი კენკიშვილის თქმით, GWS-ის მისამართად კვლავ რჩება კახეთი, თელავი, სადაც კომპანიის მმართველობასა და მფლობელობაში მყოფი 400 ჰა ვენახების 70% მდებარეობს; რაც შეეხება დანარჩენს, ის დასავლეთ საქართველოს ცნობილ მიკროზონებშია განთავსებული.

„GWS-ს რაჭაში ჰქონდა 9 ჰა ვენახი სოფელ სადმელში, რომელიც ხვანჭკარას მიკრონოზაა. 2020 წელს კომპანიამ შეიძინა მეღვინეობა „ზედაშე“ და მის ირგვლივ გაშენებული 9 ჰა, რითაც 18 ჰექტარის მფლობელი გახდა, ასევე გვაქვს ქარხანა. შესაბამისად, ეს არის ხარისხის გარანტი, კომპანიას შეუძლია რთველის პროცესში საღი მარცვლები მიიღოს, გადაარჩიოს, დაწუროს და დააღვინოს. ამავდროულად, GWS რაჭაში ძალიან სერიოზულ ინოვაციებს გეგმავს: ამ ვენახებში ძირითადად ალექსანდროული და მუჯურეთულია გაშენებული, თუმცა ვაპირებთ ახალი რაჭული ყურძნის ჯიშების გაშენებასაც, მაგალითად, თეთრა, ძელშავი, რომლითაც დღეს ძალიან საინტერესო და იშვიათი ღვინოები მზადდება. შესაბამისად, მომხმარებელს უახლოეს მომავალში შევთავაზებთ საინტერესო ბრენდებს, განსაკუთრებით რაჭულ მშრალ ღვინოებს“, - განაცხადა ქეთი კენკიშვილმა.

მისივე თქმით, კომპანიამ ბოლო პერიოდში ჩამოაყალიბა საკმაოდ ძლიერი ბრენდების არქიტექტურა, რომელიც სამ ძირითად სეგმენტაციას ეფუძნება:

„პირველი - არის ბრენდების დიზაინი, სადაც გაერთიანებულია თანამედროვე და ტრადიციული ბრენდები; მეორე - ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, საფასო სეგმენტი - არის ღვინოები საბაზისო სეგმენტისთვის, საშუალოსთვის, პრემიუმ ხარისხის ღვინოები, მაღალი სეგმენტისთვის და ექსკლუზიური ხაზები; მესამე - ეს არის ასორტიმენტი, რომელიც ყველა ბრენდის შემთხვევაში მრავალფეროვანია და მოიცავს ჯიშურ, ადგილ-წარმოშობის ღვინოებს და ექსკლუზიურ ბრენდებს. შესაბამისად, გაყიდვებში ამგვარი ბრენდების პორტფელი ნამდვილად დამხმარეა. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, იპოვნოს თავისი გემო საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კენკიშვილმა.