მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გზა უმაღლეს ლიგამდე - ,,ლუტონ თაუნის'' სასწაული

647a2d453a30f
ირაკლი მოდებაძე
07.06.23 00:30
647

"ლუტონმა" ინგლისის მეორე დივიზიონში პლეი ოფი მოიგო და მომდევნო სეზონში უმაღლეს, პრემიერ ლიგაში ითამაშებს. კლუბმა ,,ქოვენთრი სიტის'' პენალტების სერიაში მოუგო და 1991/92 წლების სეზონის შემდეგ, უმაღლეს დივიზიონში პირველად ითამაშებს. 

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც 1992 წელს ინგლისის ჩემპიონატმა რებრენდინგი განიცადა და ,,პრემიერ ლიგა'' დაერქვა ,,ლუტონს'' ამ დონეზე არ უთამაშია. კლუბს ასევე ეკუთვნის რეკორდი უმოკლეს დროში მეოთხე დივიზიონიდან უმაღლეს ლიგამდე დაწინაურებაში, კერძოდ მათ პრემიერ ლიგაში მოსახვედრად 9 წელი დასჭირდათ. მანამდე იგივე შედეგის გამეორება 1976-1987 წლებში, მხოლოდ ,,უიმბლდონმა'' შეძლო.   

ინგლისის უმაღლეს დივიზიონში დაწინაურებისთვის ,,ლუტონს’’ 170 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაეცა, რომლის დიდი ნაწილიც სტადიონისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას უნდა მოხმარდეს, ვინაიდან ამჟამად მოედნის მდგომარეობა პრემიერ ლიგის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.