მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გზების დეპარტამენტი: გზების მშენებლობაზე დასაქმებულმა ჩინეთის მოქალაქეებმა კარანტინი გაიარეს

5e64d5d230d12
BM.GE
08.03.20 15:20
957
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დასაქმებული ჩინური კომპანიის იმ თანამშრომლებმა, რომლებიც ჩინეთის მოქალაქეები არიან და იანვარში ჩინეთში იმყოფებოდნენ, საკარანტინო პერიოდი გაიარეს. 

"არცერთ მათგანს კორონავირუსის სიმპტომი კარანტინის სრული პერიოდის განმავლობაში არ გამოუვლინდა.
ჩინეთის მოქალაქეებმა შესაბამისი შემოწმების შემდეგ, საკარანტინო პერიოდი გაიარეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით, იზოლირებულად, ჯანდაცვის წარმომადგენლების მონიტორინგის ქვეშ.

საერთო ჯამში, საკარანტინო პერიოდი 83-მა ჩინეთის მოქალაქემ გაიარა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, ჩინელი კონტრაქტორების მხრიდან შეჩერებულია ჩინეთის მოქალაქეების შემოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე,"- ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.