მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გზების დეპარტამენტმა მაგისტრალის მშენებლობისთვის Synohydro-ს 51-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა

5e1c549f184ab
შოთა ტყეშელაშვილი
13.01.20 15:45
1765
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდის მიხედვით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, იგივე E-60-ე მაგისტრალის, ზემო ოსიაური - ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობისთვის ჩინურ კომპანია Synohydro-ს 50.6 მილიონი ლარის კონტრაქტი გაუფორმდა.

"ხელშეკრულების # EWHCIP/CW/DC-01

გამარჯვებული კომპანია: SINOHYDRO Corporation Limited

ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღი: 2019 წლის 27 დეკემბერი

შერჩევის მეთოდი: ხელშეკრულების პირდაპირი გზით მინიჭება

ხელშეკრულების ღირებულება: 50,653,768.63 ლარი

ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 2020 წლის 31 ივლისი

ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები: E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური - ჩუმათელეთის მონაკვეთის (კმ5+800 - კმ7+700) სამშენებლო სამუშაოები," - ნათქვამია გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე. 

"სინოჰიდროს" ქართული ფილიალი სახელმწიფო შესყიდვებში აქტიურად მონაწილეობს. კომპანიის 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, მისი შემოსავალი 87,404,870 ლარი იყო.