მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰააგის სასამართლომ რუსეთს "იუკოსის" სასარგებლოდ $ 50 მილიარდის გადახდა დააკისრა

5e4bc8972766e
ნათია თაქთაქიშვილი
18.02.20 15:33
1875
დღეს ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლომ რუსეთს "იუკოსის" მეწილეების სასარგებლოდ $ 50 მილიარდის გადახდა დააკისრა. იფორმაციას ამის შესახებ ABC News-ი ავრცელებს.

ჰააგის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის გადაწყვეტილება ”არ იყო სწორი“, რომელის მიხედვითაც საოლქო სასამართლოს არ ქონდა უფელებამოსილება კომპენსაციის დაკისრების. ახალმა განჩინებამ კი გააუქმა ჰააგის საოლქო სასამართლოს 2016 წლის გადაწყვეტილება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება დიდი მარცხია მოსკოვისთვის, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ჰოლანდიის უზენაეს სასამართლოში.

აღსანიშნავია, რომ „იუკოსის“ საქმე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა ბოლო წლების რუსეთში. ნავთობკომპანია „იუკოსის“ ერთ-ერთი მფლობელი რუსი მილიარდერი მიხაილ ხოდორკოვსკი იყო. მიხაილ ხოდორკოვსკი 2000-იან წლებში ფინანსურ დაღვევებში დაადანაშაულეს და 2003 წელს დააპატიმრეს რამდენიმე ბრალდებით, მათ შორის, თაღლითობის, გადასახადების თავის არიდების, დოკუმენტის არაერთხელ გაყალბების, თანხის მითვისების მუხლებით.

2005 წლის მაისში ის რუსეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო თითქმის ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

ხოდორკოვსკი აცხადებდა, რომ მისი დაკავება პოლიტიკურად იყო მოტივირებული, ბრალდებები — გამოგონილი.

ბიზნესმენი 10 წლის განმავლობაში იჯდა ციხეში და საპატიმრო 2013 წლის დეკემბრის ბოლოს დატოვა მას შემდეგ, რაც პუტინმა შეიწყალა.