10.ოქტომბერი.2018 15:29
საზოგადოება

ჰაერის დააბინძურების მაჩვენებელი თბილსში, ბათუმსა და ქუთაისში

ჰაერის დააბინძურების მაჩვენებელი თბილსში, ბათუმსა და ქუთაისში
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ჰაერის დამაბინძურებელი რვა ნივთიერების კონცენტრაცია შემოწმდა და აღმოჩნდა, რომ აზოტის დიოქსიდისა (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) გარდა, ჰაერში სხვა ნივთიერებების კონცენტრაცია დადგენილი ნორმის ფარგლებშია.
მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის გადაჭარბებული რაოდენობა 7 ოქტომბერს ქუთაისში დაფიქსირდა და ეს მაჩვენებელი 1.2-ჯერ აღემატებოდა დაშვებულ ნორმას. 8 ოქტომბერს თბილისში, კერძოდ კი ვარკეთილში, PM10-ის კონცენტრაცია 1.1-ჯერ მეტი იყო დადგენილ რაოდენობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს. მათივე განცხადებით, მყარი ნაწილაკების კონცენტრაციების მატების გამომწვევი მიზეზი იმ ჰაერის მასების გადაადგილება გახდა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ - დასავლეთიდან გავრცელდა.

თბილისში, წერეთლისა და ყაზბეგის გამზირზე მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ამ ნივთერებათა რაოდენობა ყაზბეგის გამზირზე უმნიშვნელოდ აღემატებოდა დაშვებულ ნორმას, ხოლო წერეთლის გამზირზე მან 1.4-ჯერ გადააჭარბა დადგენილ მაჩვენებელს.

მათივე განცხადებით, ქალაქ თბილისსა და ბათუმში აზოტის დიოქსიდის გადაჭარბებული კონცენტრაცია დაფიქსირდა, რომელიც საშუალო წლიურ ნორმას თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ, ბათუმში, კერძოდ კი აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ აღემატებოდა.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, კერძოდ კი აბაშიძის, ქეთევან წამებულის, დადიანის ქუჩასა და ტელევიზია „იმედის“ ეზოში ჰაერის სინჯები აიღო ტყვიის შემცველობის შესამოწმებლად. ლაბორატორიული კვლევების თანახმად დადგინდა, რომ ოთხივე ლოკაციაზე ჰაერში ტყვიის შემცველობა დაშვებული ნორმის ფარგლებშია.
გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველდღიურად ახორციელებს ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების მონიტორინგს და მიღებული შედეგების ოფიციალურ ვებ - გვერდზე გამოქვეყნებას.
ავტორი: ნინი თურქია

21.ივნისი.2019 00:15
144

ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში

ვრცლად
21.ივნისი.2019 00:12
176

აშშ-ს საელჩო:მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში

ვრცლად
20.ივნისი.2019 23:55
248

მამუკა ბახტაძე: ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს

ვრცლად
20.ივნისი.2019 22:59
294

გახარია: როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები

ვრცლად
20.ივნისი.2019 22:53
269

"რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი"

ვრცლად
20.ივნისი.2019 21:49
661

კობახიძე: ეს იყო მაკრომენეჯმენტის ხარვეზი

ვრცლად