მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰაერის დაცვის შესახებ კანონის აღსრულების მიზნით, რუსთავში საწარმოების მონიტორინგი დაიწყო

61f2a6a79e202
მარიამ ვარადაშვილი
27.01.22 18:29
563
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონის აღსრულების მიზნით, რუსთავში მოქმედი საწარმოების მონიტორინგი დაიწყო.

კომპანია „რუსელოისის“ კუთვნილ მეტალურგიულ (ფეროშენადნობთა) საწარმოში პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ლევან ვეფხვაძე იმყოფებოდნენ.

თანდილაშვილის განმარტებით, მონიტორინგის კამპანიის მიზანია, საწარმოებმა რაც შეიძლება მოკლე დროში მოახდინონ კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებების შესრულება.

„სამინისტროს ინიციატივით, შემუშავდა კანონი, რომელმაც საწარმოებს დაუწესა უმნიშვნელოვანესი ვალდებულებები, მათ შორის, ონლაინმონიტორინგი - რა მავნე ნივთიერებებს აფრქვევს თითოეული მათგანი ატმოსფერულ ჰაერში. სწორედ ამიტომ, ფაქტობრივად ყველა მსხვილ საწარმოს უწევს ტექნოლოგიური პროცესის გაუმჯობესება, სათანადო ფილტრაციის სისტემის დამონტაჟება, რათა შემცირდეს მავნე ნივთიერებების გაფრქვევა. „რუსელოისში“ გამართულ შეხვედრაზე გავეცანით ვალდებულებების შესრულების სტატუსს.

აღსანიშნავია, რომ შესაბამისი დანადგარები უკვე ჩამოსულია და ამ ეტაპზე, საწარმო უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული ნებართვების მიღებას, რათა დაიწყოს ასპირაციის სისტემის მოწესრიგება. ვფიქრობ, საწარმოს მიერ დასახელებული ვადები გონივრულია”, - განაცხადა თანდილაშვილმა.

ბითაძის განცხადებით, სავარაუდოდ, სახელმწიფოს, მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან, აღარ მოუწევს კომპანია „რუსელონის” დაჯარიმება, რადგან გეგმის განხორციელება უკვე დაწყებულია. დაახლოებით, 2-3 თვეში, ამ საწარმოში მოეწყობა თანამედროვე ტექნოლოგიებით გამართული ჰაერის გამწმენდი სისტემა ახალი ფილტრაციით და „რუსელოისთან“ დაკავშირებული პრობლემა გადაიჭრება.