„ვისურვებდი, რომ სამშენებლო სექტორში მოღვაწე უფრო მეტი გერმანული კომპანია ჩამოვიდეს საქართველოში და უფრო მეტმა განახორციელოს აქ ინვესტიცირება", - ამის შესახებ კომპანია „ჰაიდელბერგ საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა მიხაელ ჰამპელმა ქართულ-გერმანული ბიზნესშეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
შეხვედრაზე, რომელიც მრგვალი მაგიტის ფორმატში წარიმართა, ქართული და გერმანული ბიზნესკომპანიები მონაწილეობდნენ. გერმანულ მხარეს ქვეყნის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, ხოლო ქართულ მხარეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც ბიზნესსაქმიანობისთვის საუკეთესო ქვეყნის უფრო მეტი რეკლამირება მოხდეს. „ჰაიდელბერგ ცემენტი" დაახლოებით, 12 წელია, რაც საქართველოშია წარმოდგენილი, აქედან პირადად მე ცხრა წელია აქ ვარ და ყოველთვის ვცდილობ, უფრო მეტი რეკლამა გავუკეთო საქართველოს, როგორც ბიზნესსაქმიანობისთვის მნიშვნელოვან ადგილს", - განაცხადა მიხაელ ჰამპელმა.
მისივე თქმით, „ჰაიდელბერგცემენტი" დიდ აყვავებას განიცდის საქართველოში, რადგან აქ ძალიან მაღალია ერთ სულ მოსახლეზე ცემენტის მოხმარება და საქართველო ამ კუთხით ტოპ-ხუთეულშია.
„თუმცა ვისურვებდი, სამშენებლო სექტორში მომუშავე უფრო მეტმა გერმანულმა კომპანიამ განახორციელოს საქართველოში ინვესტიცია და ჩამოვიდნენ აქ", - აღნიშნა მიხაელ ჰამპელმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო