მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰაკერები Microsoft-ს თავს დაესხნენ

5ff0471d8b85d
თათია კაკიაშვილი
02.01.21 14:00
1145
Microsoft-ს ჰაკერები თავს დაესხნენ - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილები არიან რუსი ჰაკერები, რომელთაც შეერთებული შტატების მთავრობის უსაფრთხოების სერიოზულ დარღვევაში ედებათ ბრალი.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ჰაკერებმა Microsoft-ის მნიშვნელოვანი კოდექსი დაათვალიერეს და არასანქცირებულმა წვდომამ გავლენა მოახდინა Microsoft-ის ზოგიერთ სერვისსა და მომხმარებელთა მონაცემების ბაზაზე.

Microsoft-ის განცხადებით, გამოძიებამ უკვე დაადგინა ბრალდებულების ვინაობა და აღნიშნა, რომ ისინი საკმაოდ კარგად გაწვრთნილი და გამოცდილი ჰაკერები არიან.

კოდი, რომელსაც ჰაკერები ეძებდნენ, კომპიუტერული პროგრამების ძირითადი სამშენებლო ბლოკია და ათასობით საჯარო და კერძო სექტორის მონაცემებს ინახავს.

Microsoft-ში განმარტავენ, რომ თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ეძებდნენ უსაფრთხოების პოტენციურ სისუსტეებს Microsoft–ის პროდუქტებში, რომელთა დახმარებით ისინი მომხმარებლებზე წვდომას შეძლებდნენ. კომპანიის ცნობითვე, ამ დროისთვის უსაფრთხოების ყველა პარამეტრი მაქსიმალურად გაძლიერებულია.