მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰაკერებმა 41 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები მოიპარეს

5cd3491a3ea77
მიხეილ ხაჩიძე
09.05.19 01:21
10665
ჰაკერებმა 41 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები მოიპარეს. საერთაშორისო მედიის ცნობით, ფიშინგის, ვირუსებისა და სხვადასხვა კიბერ შეტევების გამოყენებით, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და სანდო კრიპტობირჟის Binance-ს ანგარიშებიდან 7,000 ბიტკოინია წაღებული, რომელთა ჯამური ღირებულებაც 41 მილიონ დოლარს შეადგენს.

თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ბიტკოინის კურსი 3% ხოლო Binance Coin (BNB) კურსი 10% დაეცა. კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, მომხმარებლები არ დაზარალდებიან, მათ დანაკარგს სათადარიგო ფონდებიდან აუნაზღაურებენ. მალტაში მდებარე სავაჭრო პლათფორმა დღემდე კარგი რეპუტაციით სარგებლობდა. 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ჰაკეული თავდასხმების შედეგად, იაპონური კრიპტოსავალუტო ბირჟის Coincheck-იდან 530 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა NEM-ი მოიპარეს.