მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰაკერებმა Facebook–ის დამფუძნებლის მობილურის ნომერიც გამოაქვეყნეს

6069b9c5284e2
თათია კაკიაშვილი
04.04.21 18:00
1231

ჰაკერების თავდასხმის დროს Facebook მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს შორის კომპანიის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის მობილურის ნომერიც გასაჯაროვდა. ინფორმაციას BusinessInsider ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ცუკერბერგის ტელეფონის ნომრის გარდა, სხვადასხვა ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მისი სხვა პერსონალური ინფორმაციაც, მათ შორის ადგილმდებარეობა, ქორწინების დეტალები, Facebook ID და ა.შ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰაკერებმა 500 მილიონზე მეტი Facebook მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ერთერთ ფორუმზე გაასაჯაროვეს და მათ სხვადასხვა თაღლითური სქემისთვის იყენებდნენ. დაზარალებულ მომხმარებლებს შორის მოხვდნენ კიბერ მკვლევარი დეივ უოლქერი, Facebook-ის თანადამფუძნებლები კრის ჰიუზი და დასტინ მოსკოვიცი. 

Bloomberg-ის თანახმად, Facebook-ი ამ გაჟონვის საქმის კურსშია. ოფიციალური წერილის თანახმად, კომპანიამ მონაცემთა გაჟონვის შესახებ 2019 წელს შეიტყო. საუბარია 106 ქვეყანაში რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებზე.

შეგახსენებთ, Facebook-ი 2018 წლის მარტში მსგავს სკანდალში გაეხვა, რაც კომპანია Cambridge Analytica-ს მიერ მილიონობით მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას უკავშირდებოდა (მონაცემები 2013-2016 წლებში შეგროვდა) და მსოფლიომ ამ გაჟონვის შესახებ 2018 წელს შეიტყო. მაშინ Facebook-მა განაცხადა, რომ მათ მომხმარებელთა მონაცემების დაცვის ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს.