მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰაკერებმა FBI-ის ელ-ფოსტა გატეხეს

619111f37516b
თათია კაკიაშვილი
14.11.21 18:07
1322
ჰაკერებმა აშშ–ის ფედერალური ბიუროს – FBI-ის ელ-ფოსტის სისტემა გატეხეს და კიბერთავდასხმის შესახებ ათი ათასობით მოქალაქეს გაგზავნილი შეტყობინებებით აცნობეს. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მოქალაქეებმა შეტყობინებები გამოძიების ფედერალური ბიუროს ლეგიტიმური ელ-ფოსტიდან მიიღეს.

მომხდარიდან მალევე, FBI-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ინციდენტის შედეგად დაზიანება მალევე აღდგა და პრობლემის აღმოჩენისთანავე სერვერი სწრაფად გაითიშა, რითაც კიბერდამნაშავეებმა მეტი მოქალაქისთვის შეტყობინებების გაგზავნა ვეღარ მოახერხეს.

ამ დროისთვის ინციდენტის შესახებ ცნობილია როგორც თავად FBI-სთვის, ასევე კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს და იუსტიციის სამინისტროსთვის და მიმდინარეობს მხარეების გამოკითხვა.