მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰაკერებმა კრიპტობირჟაზე $150 მილიონი მოიპარეს

61af6618e4448
თათია კაკიაშვილი
07.12.21 22:40
1512
ჰაკერებმა კრიპტოვალუტების ბირჟაზე მინიმუმ 150 მლნ დოლარი მოიპარეს. ინფორმაციას CNN კრიპტო ბირჟა Bitmart-ზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის უსაფრთხოების პირველადი შემოწმება დასრულებულია და ჰაკერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი აქტივები იდენტიფიცირებულია: არსებული ინფორმაციით, აქტივები მოიპარეს ორი ე.წ. „ცხელი საფულიდან“ - Ethereum blockchain-სა და Binance Smart Chain-ზე.

გამოძიების მიხედვით, დაუდგენელმა ჰაკერებმა გამოიყენეს მოპარული პირადი გასაღები ორი საფულის გასახსნელად და გასაძარცვად. ამასთან, მონაცემთა ანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ ქურდებს 196 მილიონი დოლარის აქტივების მოპარვა შეეძლოთ.

რაც შეეხება ე.წ. „ცხელი საფულეს“, ის ისეთ კრიპტო აქტივებს მოიცავს, რომლებიც ინტერნეტთანაა დაკავშირებული და მფლობელებისთვის უფრო ადვილად ხელმისაწვდომია, ვიდრე ოფლაინ - ე.წ. „ცივი საფულეები“. შესაბამისად, ჰაკერებისთვის „ცხელი საფულეზე“ თავდასხმა შედარებით ხელსაყრელი სტრატეგია იყო.