21.მარტი .2016 16:15

ჰაკერულმა დაჯგუფებამ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ჩაშლა დააანონსა

views 1386
უკან

ჰაკერულმა დაჯგუფებამ Anonymous-მა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ჩაშლა დააანონსა. ჰაკერემბა დაგეგმილი შეტევის შესახებ ინფორმაცია YouTube-ზე განთავსებული ვიდეოთი გაავრცელეს. ვიდეო მასალაში დაჯგუფება აცხადებს, რომ ტოტალური ომისთვსი ემზადებიან, რომელიც ტრამპის წინააღდმდეგ იქნება მიმართული. ამავე ვიდეომასალაში ითქვა რომ მათ პრეზიდენტობის კანდიდატის ტელეფონის ნომერი და დაზღვევის ნომერი ინტერნეტ სივრცეში უკვე განთავსდა.

"ბრძოლა" ტრამპის წინააღმდეგ პირველი აპრილიდან იგეგმება. ეს პირველი შემთხვევა არა არის, როდესაც ტრამპზე ჰაკერული შეტევა ხდება, ადრე ჰაკერებმა მისი ელქტრონული ფოსტა გატეხეს. თავის მხრივ ტრამპს საკუთარი სტრატეგია აქვს ინტერნეტ სივრცეში მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებთან, - ბიზნესმენმა საკუთარი კომპანიის Trump Organization-ის დახმარებით, რამდენიმე ათასი დომენი იყიდა, რომლებიც მისი კომპანიებისა და პროდუქციისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ.