13.ოქტომბერი .2021 20:47

ჰამბურგის მოსახლეობას სრულად ავტომატიზებული ტრამვაი მოემსახურება

ჰამბურგის მოსახლეობას სრულად ავტომატიზებული ტრამვაი მოემსახურება
views 285
უკან

გერმანულმა სარკინიგზო კომპანიამ Deutsche Bahn-მა და მაღალტექნოლოგიურმა კომპანია Siemens–მა ახალი სრულად ავტომატიზებული ტრამვაი „Digital S-Bahn Hamburg“ წარმოადგინეს. ინფორმაციას DW ავრცელებს. გამოცემის ცნობით, Deutsche Bahn-ი გეგმავს, ახალი თვითმართვადი ტრამვაი ჰამბურგის ყველა მოსახლისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

კომპანია ამტკიცებს, რომ 2030 წელს ავტომატიზებული ტრამვაი ჰამბურგის ფარგლებს გასცდება და მსგავს ტექნოლოგიას არაერთი ადგილობრივი, რეგიონული და ეროვნული ხაზი გამოიყენებს.

DW წერს, რომ სრულად ავტომატიზებული ტრამვაი ციფრული კონტროლის მეშვეობით, უფრო მოკლე ინტერვალებით იმოძრავებს, ასევე, ენერგოეფექტიანობას გაზრდის და საოპერაციო ხარჯებს შეამცირებს.

ამასთან, მოქნილი სისტემა მძღოლს საშუალებას მისცემს, ბორტზე კვლავ დარჩეს და ხელით მართოს სატრანსპორტო საშუალება, როცა ის ისეთ ბილიკებზე გადავა, რომელიც შესაბამისი საკონტროლო ტექნოლოგიით არ არის აღჭურვილი. ყველა სხვა ოპერაცია, როგორიცაა დაქოქვა, აჩქარება, შენელება, შეჩერება და შუნტირება - სრულად ავტომატიზებული იქნება.

პროექტის ღირებულება 60 მილიონი ევროა.