მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერ-მინისტრი ბულგარეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

6411833a292e8
BM.GE
15.03.23 12:34
646
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს ოთარ ბერძენიშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.

მთავრობის მეთაურმა ოთარ ბერძენიშვილს ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ოთარ ბერძენიშვილი კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობაზე, ასევე, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში საქართველოს წარმომადგენელი. იგი მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორად, ასევე, თავდაცვის სამინისტროში ეკავა ადმინისტრაციის უფროსის, შემდეგ კი, მინისტრის მოადგილის პოზიცია, იკავებდა საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის ამერიკის სამმართველოში მრჩევლის თანამდებობას, იყო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში ატაშე, შემდეგ კი, - პირველი მდივანი.