მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰანოიში ტურისტებისთვის საყვარელი ატრაქციონი Train Street-ი იხურება

5da9c04a0eeeb
მიხეილ ხაჩიძე
18.10.19 23:00
1300

ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში ტურისტებისთვის საყვარელი ატრაქციონი "Train Street"  იხურება. გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომების გამო ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო. ე.წ. მატარებლის ვიწრო ქუჩა, რომელიც საცხოვრებელ სახლებსა და სავაჭრო დაწეებულებს შორის მდებარეობს, მხოლოდ ადგილობრივებისთვის დარჩება ღია.



ატრაქციონის მიმდებარე ტერიტორია უკვე მეოთხე დღეა პოლიციას ბარიკადებით აქვს გადაკეტილი, თუმცა ახალი განკარგულების ამოქმედებამდე რამდენიმე დღით ადრე, სამართალდამცველებმა უცხოელ ვიზიტორებს უკანასკნელად, ფოტოების გადაღების უფლება მისცეს. 

 

მატარებლის წვრილი მარშრუტი, რომელიც ფჰუსა და ტრან ფჰუს ქუჩებზე შედის, ფრანგული კოლონიზაციის დროინდელია. ის 1902 წელს ააშენეს. ამ დრომდე Train Street-ი უცხოელი ტურისტებისთვის ჰანოიში ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა იყო.