მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Harley-Davidson გაყიდვების შემცირებას უჩივის

5db0213fa4e33
მიხეილ ხაჩიძე
23.10.19 22:50
1028
ცნობილი ამერიკული მოტოციკლეტის მწარმოებელი Harley-Davidson-ი, სავაჭრო კონფლიქტებსა და აშშ–ს ბაზარზე სუსტ მოთხოვნას მწვავედ განიცდის. მესამე კვარტალში, კომპანიის მოგება წინა წელთან შედარებით, თითქმის მეოთხედით - $ 86.6 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა. ამის შესახებ განცხადება კომპანიაში გააკეთეს. მათივე ცნობით, Harley-Davidson-ის ბრუნვა თითქმის 5%-ით დაეცა და 1,1 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა.



აღსანიშნავია, რომ როგორც უცხოური გამოცემები წერენ, Harley-Davidson-ი განსაკუთრებით ამერიკელ მომხმარებლებში კარგავს პოპულარობას. მწარმოებლის რეგულარული კლიენტი ასაკში შედის, ახალი თაობა კი მის მიმართ ინტერესს არ იჩენს.


ამასთან, ბრენდი უცხოეთში წარმოების გამო, შტატების პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ მწვავედ გააკრიტიკა. დონალდ ტრამპმა მის მომხმარებლებს ბოიკოტის გამოცხადებისკენაც კი მოუწოდა.


აღსანიშნავია ისიც, რომ სავაჭრო კონფლიქტის ფარგლებში ამერიკულ მოტოციკლეტებზე საბაჟო გადასახადი გაზრდილია. ევროკავშირში მოსაკრებელი 31%-ით არის მომატებული.