მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Harley-Davidson-მა ელექტრომოტოციკლების წარმოება შეწყვიტა

5da58ca9b41fc
მიხეილ ხაჩიძე
15.10.19 22:45
849
მოტოციკლების ცნობილმა ამერიკულმა მწარმოებელმა Harley-Davidson-მა პირველი ელექტრომოტოციკლების LiveWire-ების წარმოება შეწყვიტა. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო საკვალიფიკაციო შემოწმებაზე დაფიქსირებული პრობლემებია. დეტალური განმარტება მწარმოებელს არ გაუკეთებია.

 

თუმცა, როგორც Wall Street Journal-ი წერს, დეფექტები მოტოციკლის 30.000 დოლარის ღირებულების დამტენ მოწყობილობაში დაფიქსირდა. როდიდან განახლდება LiveWire-ის წარმოება და ბაზარზე გატანა, ჯერ უცნობია. ამერიკული კომპანია განმარტავს, რომ კიდევ ორი ტესტისა და შემოწმების გავლაა საჭირო.


როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება, Harley-Davidson-ს უკვე კარგა ხანია გაყიდვების პრობლემები აქვს; პროდუქციაზე შემცირებული მოთხოვნის გამო, ამერიკულ მწარმოებელს ბაზრის ათვისება ელექტრომოტოციკლებით სურდა, მაგრამ დიდი ფასების გამო, ინტერესი მის მიმართაც არც თუ დიდი იყო.


Harley-Davidsaon-მა, რომელსაც 116 წლის ისტორია აქვს, ელექტრომოტოციკლები იანვარში ლას-ვეგასის ტექნოლოგიის გამოფენაზე წარადგინა.