27.აგვისტო .2020 17:40

ჰავაის კუნძულებზე ბრძანება - „დარჩი სახლში“ ძალაში შევიდა

views 490
უკან

ჰავაის გუბერნატორის დაივიდ აიგეს განცხადებით, კუნძულებზე ბრძანება „დარჩი ახლში“ და „იმუშავე დისტანციურად“ ძალაში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, აღნიშნული ბრანებები ძალაში 27 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე იქნება და მოსახლეობას წესების დარღვევისთვის 1-წლიანი პატიმრობა ან 5,000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ.

„ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც კონულებზე კორონავირუსის შემთხვევები ზრდას განაგრძობს და ჩვენი ჯანდაცვის სიტემა რისკის ქვეშ არის. მოდით, მოვინდომოთ და ერთად შევამციროთ ინფიცირების მზარდი მრუდი“, - განაცხადა აიგემ.

აღსანიშნავია, რომ კუნძულზე მსგავსი წესები მარტშიც მოქმედებდა.

Johns Hopkins University-ის მონაცმებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 276 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამურად დაავადებულთა რაოდენობა 7,260-მდე გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა