მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Heathrow Airport: კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი ბრიტანეთის ეკონომიკას აჩერებს

5f3287fcbb1df
ნათია თაქთაქიშვილი
11.08.20 20:40
999
ლონდონისჰ აეროპორტის განცხადებით, ივლისის თვეში მგზავრთა ნაკადი 88 პროცენტით შემცირებული რჩება, ხოლო აეროპორტის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ჰოლანდ-ქეი აცხადებს, რომ ათასობით სამუშაო ადგილი იკარგება, რადგან ბრიტანეთი იზოლირებულია მთავარი ბაზრებისგან. ამის შესახებ BBC-ი წერს.

როგორც ჰითროუს აეროპორტის მენეჯმენტი აღნიშნავს, აეროპორტი 860,000 მგზავრს მოემსახურა, აქედან ნახევარზე მეტი იმ ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ, სადაც დიდ ბრიტანეთს საკარანტინე წესები არ აქვს დაწესებული.

ჯონ ჰოლანდ-ქეი აცხადებს, რომ მათი მარშრუტის დიდი ნაწილი შეჩერებულია საკარანტინე წესების გამო.

გამოცემის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ხელახალი საკარანტინე წესები დაამტკიცა ესპანეთიდან, ლუქსემბურგიდან, ბელგიიდან, ბაჰამებიდან და ანდორადან მომავალ მგზავრებზე.

ჰითროუს განცხადებით, ბევრი ვიზიტორი ბრიტანეთში გამგზავრებისგან სწორედ 14-დღიანი საკარანტინე აკრძალვების გამო იკავებს თავს და არჩევანს სხვა ქვეყნებზე აკეთებს.

„ათობით ათასი სამუშაო ადგილი იკარგება, რადგან ბრიტანეთი ისეთი ძირითადი ბაზრებისგან მოწყვეტილია, როგორიც არის აშშ, კანადა და სინგაპური. მთავრობას სამუშაო ადგილების და ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენა აღნიშნული წესების შეცვლით შეუძლია. კარგია თუ კარანტინს მხოლოდ მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნების მოქალაქეებზე გამოვიყენებთ, ხოლო დანარჩენს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ“, განაცხადა ჯონ ჰოლანდ-ქეიმ.