21.ივნისი .2022 00:50

Heathrow-ს აეროპორტში ათობით ავიარეისი გაუქმდა

Heathrow-ს აეროპორტში ათობით ავიარეისი გაუქმდა
views 2738
უკან

Heathrow-ს აეროპორტში 30-მდე რეისი ტექნიკური პრობლემების გამო გაუქმდა. ინფორმაციას BBC აქვეყნებს.

აღნიშნული რეისების შესრულების შემთხვევაში თვითმფრინავებს 5 000-მდე მგზავრი უნდა გადაეყვანა. რეისების გაუქმებამ გავლენა ბარგზე მოახდინა, რადგან ბარგის დაბრუნების სისტემას პრობლემა შეექმნა.

აეროპორტმა ავიაკომპანიებს სთხოვა, ორშაბათს მეორე და მესამე ტერმინალზე ფრენების 10% შეემცირებინა. ამასთან, კომპანია EasyJet-მა გამოაცხადა, რომ ივლისიდან სექტემბრამდე დაგეგმილი 160,000 ფრენის 7%-ის შემცირებას გეგმავს.